ახალი ვარსკვლავი პსჟ-ში" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა le 10 sports, სადაც წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი ნელ-ნელა იმყარებს პოზიციებს ახალ გუნდში და "ბრესტთან" (7-0) გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"ამ ზამთარს "პარი სენ-ჟერმენმა" სერიოზულად გაიძლიერა შემადგენლობა და 70 მილიონ ევროდ "ნაპოლიდან" ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა. ქართველი მოთამაშე ეტაპობრივად იმყარებს პოზიციებს - მან გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე გადაცემა "ბრესტთან" მატჩის დროს (7-0). შეხვედრის შემდეგ, ყოფილი "ნაპოლელი" თავისი ამბიციების შესახებ ალაპარაკდა: მას სურს, ახალი გუნდით ჩემპიონთა ლიგა მოიგოს," - წერს le 10 sports-ი.