პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე გრძელდება რაპირით მოფარიკავეთა ასპარეზობა.
ქართველმა მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა, რომელიც რეპეშაჟში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, 15:6 მოიგო შეხვედრა ამერიკელ ელენ გედესთან და რეპეშჟის მესამე რაუნდში გავიდა, სადაც ჩინელ კან სუს შეხვდება.
ნინა თიბილაშვილი რეპეშაჟის პირველ რაუნდში 5:15 დამარცხდა ფრანგ ბრიანა ვიდესთან და ასპარეზობას გამოეთიშა.