პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს ეტლით მოფარიკავეთა მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო.

ქართველმა ხმლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა მეოთხედფინალში პოლონელ იადვიგა პაცეკს 15:9 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ირმა ხეცურიანი ჩინელ სიაო ჟუნს შეხვდება და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მასთან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხების გამო რევანშის აღებას შეეცდება.