საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი ტურის შეხვედრები გრძელდება.
გასული საფეხბურთო წლის ტრიუმფატორი, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ნანტს“ სტუმრობდა.
შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი მატჩის 67-ე წუთზე ვიტინიამ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore-ს შეფასება 6,6) მინდორზე 78-ე წუთზე, რამოშის ნაცვლად შევიდა.