შეერთებული შტატების ქალაქ სამტერის Challenger-ის ტურნირზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეთექვსმეტედფინალში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსის 6:3, 3:6, 7:5 დამარცხების შემდეგ, მერვედფინალში ასევე ამერიკელი მერფი კასონე 2:6, 6:3, 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ტურნირზე მე-6 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილის (N108) მეტოქე მეოთხედფინალში მე-5 ნომრად განთესილი ყაზახი ალექსანდრე შევჩენკო (N97) იქნება.