ამერიკის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის შეხვედრები მიმდინარეობს.
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის შეხვედრაში შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰიუსლერს შეხვდა და ორ სეტში 6:7(4:7), 5:7 დამარცხდა.
შეხვედრის დაწყების წინ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 108-ე ადგილზე იყო, მარკ-ანდრეა ჰიუსლერი კი 227-ზე.