კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გაიმართა, „მაკაბი“ (ხაიფა, ისრაელი „რაკოვს“ (ჩესტოხოვა, პოლონეთი) მასპინძლობდა.
ისრაელის და პოლონეთის გუნდებს შორის ურთიერთობა ერთი კვირის წინ ჩესტოხოვაში გამართული პირველი შეხვედრის დროს დაიძაბა. მატჩის დროს „რაკოვის“ გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე ღაზის სექტორში არსებული ვითარების ამსახველი ბანერი გამოფინეს. თეთრ ტილოზე აშკარად ჩანდა სლოგანი: „ისრაელი კლავს, მაგრამ მსოფლიო დუმს“.
მატჩის სტუმართა მოგებით დასრულდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ გასახდელი საშინელ მდგომარეობაში დატოვეს და როგორც პოლონური პრესა წერდა, ძნელი სათქმელი იყო, ასე სტუმრებმა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერის გამო გამოხატეს აღშფოთება თუ უბრალოდ ეტიკეტის ელემენტარული ნორმები უგულებელყვეს.
Krajobraz w szatni gości po meczu w Częstochowie…
— Adam Sławiński (@AdamSlawinski) August 8, 2025
Chyba zawodnicy i sztab Maccabi nie mieli najlepszych ocen z zachowania w szkole 😉 pic.twitter.com/QMcT4CMnWu
საპასუხო შეხვედრის წინა დღეს ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება ვარჯიშის დროს მოხდა, როცა ებრაელმა ფეხბურთელებმა ვარჯიში დაასრულა, მაგრამ მინდვრის დატოვება არ იჩქარეს და პოლონელებს ვარჯიშის დაწყებაში შეუშალეს ხელი.
Przed meczem Ligi Konferencji Maccabi Haifa - Raków Częstochowa doszło do ostrego spięcia między piłkarzami. Na nagraniu ewidentnie widać kto pierwszy prowokuje... 🥊🤬#MHARCZ #UECL pic.twitter.com/FC7tjgwsrF
— MsPL (@MsPL192114) August 13, 2025
უშუალოდ მატჩის დროს „მაკაბის“ გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერი, რომელზედაც ეწერა: „მკვლელები 1939 წლიდან“.
Skanadaliczny transparent wywieszony przez kibiców Macabi Haifa oskarżający Polaków o Holocaust!!! CO TO MA ZNACZYĆ?? Żądam interwencji i kary! @UEFA @BoniekZibi pic.twitter.com/wUF5HIdyHn
— Łukasz Ciona (@CionaSport) August 14, 2025
სკანდალურ ბანერს პოლონელთა აღშფოთებული გამოხმაურება მოჰყვა. პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „ხაიფის „მაკაბის“ გულშემატკივრების მიერ გამოფენილი სკანდალური ბანერი მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლი პოლონეთის მოქალაქეების, მათ შორის 3 მილიონი ებრაელის ხსოვნას შეურაცხყოფს. ეს უბრალოდ ენით აღუწერელი სისულელეა“.
Skandaliczny transparent wywieszony przez kibiców Maccabi Hajfa obraża pamięć o obywatelach polskich-ofiarach II wojny światowej, wśród których było 3 mln Żydów. Głupota, której nie tłumaczą żadne słowa.
— Karol Nawrocki (@NawrockiKn) August 14, 2025
შეხვედრა პოლონელებმა 2:0 მოიგეს. ორი მატჩის ჯამში მათ ასევე გაიმარჯვეს და შემდგომ ეტაპზე გავიდნენ.