უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალისტის გამოსავლენი პლეი-ოფის რვა შეხვედრიდან ოთხი დასრულდა.

პლეი-ოფის დასრულებული შეხვედრები წარუმატებელი აღმოჩნდა იტალიური კლუბებისთვის.

„მილანმა“ სახლში „ფეიენორდთან“ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში მინდვრიდან ერნანდესის გაძევების შემდეგ ანგარიში შენარჩუნება ვერ შეძლო, ფრემ კი სტუმრებს გაუხსნა გზა მერვედფინალისკენ.

„მილანი“ - „ფეიენორდი“ 1:1(1:0) პირველი შეხვედრა 0:1
გოლები: 1' სანტიაგო ხიმენესი 1:0, 73' ხულიან კარანსა 1:1
გაძევება: 54' ტეო ერნანდესი („მილანი“, მეორე ყვითელი)


„ატალანტას“ პირველი შეხვედრა ბელგიაში 1:2 ჰქონდა წაგებული,მეორე შეხვედრაში კი პირველ ტაიმში გაუშვა სამი გოლი.

„ატალანტა“ - „ბრიუგე“ 1:3(0:3) პირველი შეხვედრა 1:2
გოლები: 3' და 27' ჩემსდინ ტალბი 0:1 და 0:2, 45+3' ფერან ჟუტგლა 0:3, 45' ადემოლა ლუკმენი 1:3
61-ე ადემოლა ლუკმენის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ბელგიელთა მეკარე სიმონ მინიოლემ მოიგერია
გაძევება: 87' რაფაელ ტოლოი („ატალანტა“, წითელი ბარათი)



„ბენფიკას" და „მონაკოს" უხვგოლიანმა ფრემ სტუმრები მერვედფინალის მიღმა დატოვა.

„ბენფიკა“ - „მონაკო“ 3:3(1:1) პირველი შეხვედრა 1:0
გოლები: 22' ქერემ აქთურქოღლუ 1:0, 32' ტაკუმი მინამინო 1:1, 51' ელის ბენ სეგირი 1:2, 76' ვანგელის პავლიდისი, თერთმეტმეტრიანიდან 2:2. 81' ჯორჯ ილენიხენა 2:3, 84' ორკუნ კეკჩიუ 3:3


„ბაიერნი“ სახლში მარცხს და თამაშის დამატებით დროში გადაყვანას კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა.

„ბაიერნი“ - „სელტიკი“ 1:1(0:0) პირველი შეხვედრა 2:1
გოლები: 63' ნიკოლას კიუნი 0:1, 90+4 ალფონსო დევისი