ინგლისი პრემიერლიგაში 2025-2026 წლების სეზონი დაიწყო.
პრემიერლიგის სეზონი შარშანდელ ჩემპიონ ლივერპულის“ „ბორნმუთთან“ მატჩით გაიხსნა.
მასპინძლებმა ტაიმი 1:0 მოიგეს, მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში კი მეორე გოლი გაიტანეს და სოლიდური სხვაობით დაწინაურდნენ.
„ბორნმუთს“ ფარ-ხმალი არ დაუყრია და 64-ე და 76-ე წუთებზე ანტუან სემენოს მიერ გატანილი გოლების შემდეგ იგი საყაიმო ანგარიშს 88-ე წუთამდე ინარჩუნებდა.
შეცვლაზე შესული ფედერიკო კიეზას და გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, მოჰამედ სალაჰის, გოლებით „ლივერპულმა“ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
გიორგი მამარდაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
„ლივერპული“ - „ბორნმუთი“ 4:2(1:0)
გოლები: ჰუგო ეკიტიკე 1:0, 49' კოდი გაკპო 2:0, 64' და 76' ანტუან სემენო 2:1 და 2:2, 88' ფედერიკო კიეზა 3:2, 90+4' მოჰამედ სალაჰი 4:2