ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ქვიშის ჭიდაობის 2025 წლის მეხუთე სერიის ტურნირი დასრულდა.
ალექსანდრიის სერიის 70 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ლევან ქელეხსაშვილმა უკრაინელი ოლექსი ბორუტა დაამარცხა და სერიაში გამარჯვებასთან ერთად ხუთი სერიის ჯამში გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
90 კგ წონით კატეგორიის ფინალში მამუკა კორძაიამ უკრაინელი ვაჟა დაიაურს სძლია და სერიის მოგებისთვის მოპოვებულ ოქროს მედალთან ერთად ხუთი სერიის ჯამური მაჩვენებლით მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.
ლევან ქელეხსაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა, მამუკა კორძაია კი მეორედ.
80 და 90 კგ წონით კატეგორიებში მსოფლიო ჩემპიონები აზერბაიჯანელები ვუსალ ალიევი და იბრაგიმ იუსუბოვი გახდნენ.