ესპანეთის ნაკრები ალბათ ყველაზე რთული მეტოქეა ჩემს კარიერაში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ესპანეთთან თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ფავორიტები არიან. ძალიან რთულია მათ წინააღმდეგ თამაში, ყოველი შეხება. ისეთი სისტემით თამაშობენ, ისეთი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. ვგრძნობდი, რომ ჩვენზე ბევრად უკეთესად თამაშობდნენ. ესპანეთის ნაკრები, ჩვენ ვლაპარაკობთ მერვედფინალში. წარმოგიდგენიათ ხომ? თვითონაც ისეთი მოტივირებულები იყვნენ, რომ ვიცოდი ძალიან, ძალიან რთული თამაში გამოვიდოდა. ესპანეთის ნაკრები ალბათ ყველაზე რთული მეტოქეა ჩემს კარიერაში“, - ამბობს გურამ კაშია.