პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 90 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალების წყვილები გაირკვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა რეპეშაჟში დიდბრიტანელი ევან მოლოი ვაზარ-იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ლაშა ყიზილაშვილის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკი დავურხონ კარამეტოვი იქნება