უეფას კონფერენც ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები დაიწყო.
ქუთაისი „ტორპედომ“ სახლში შიმკენთის „ორდაბასი“ (ყაზახეთი) მიიღო და 4:3 გაიმარჯვა.
„ტორპედო“ - „ორდაბასი“ 4:3(2:2)
გოლები: 30' ბიორნ იონსენი 1:0, 32' მიჰაი კაპატინა 1:1, 35' ლუკა იმნაძე 1:2, 45+2' მატეი სიმიჩი 2:2, 69' საგადატ ტურსინბაი 2:3, 78' ბიორნ იონსენი 3:3, 90+4' მატეი სიმიჩი 4:3
გორის „დილამ“ ლუქსემბურგში, „სტად აშილ ჰამერელზე“, „რასინგი“ ლუქსემბურგი დაამარცხა.
„რასინგი“ - „დილა“ 1:2(0:0)
გოლები: 52' დომინიკ შტოლცი 1:0, 60' ალექსანდრეანდრონიკაშვილი 1:1, 78' იაკუბ ედუძი 1:2.
განმეორებით შეხვედრები ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.