ავსტრიის ბუნდესლიგაში მეთვრამეტე, ხოლო ინგლისის ჩემპიონშიპში ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.
ავსტრიის ბუნდესლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა, გრაცის „შტურმმა“, გასვლაზე მესამე ადგილზე მყოფ „ვოლფსბეგერთან" შეხვედრაში იწვნია მარცხი.
ოთარ კიტეიშვილი (Flashscore - 7,0) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.
„ვოლფსბერგერი“ - „შტურმი“ 3:0(2:0)
ინგლისის ჩემპიონშიპის ოცდამეცამეტე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ უშუალო კონკურენტს, „მიდლსბროს“, გასვლაზე მოუგო.
გიორგი ჩაკვეტაძე (Flashscore - 7,5) 90+2 წუთზე შეცვალეს.
„მიდლსბრო“ - „უოტფორდი“ 0:1(0:1)