იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა უეფა-ს სუპერთასის მატჩისთვის „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადში ვერ მოხვდა, – ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი ავრცელებს.

26 წლის იტალიელ მეკარესა და „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობის დაძაბვა შეთავაზებული კონტრაქტის პირობებმა გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, დონარუმა პოტენციური ანაზღაურებით უკმაყოფილოა.

რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „ლილიდან“ ფრანგი მეკარე ლუკა შევალიე შეიძინა, რომელიც, დიდი ალბათობით, გუნდის პირველი ნომერი გახდება.

როგორც სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს, იტალიელი მეკარე კლუბს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს.

ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2021 წელს გახდა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მან რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და 2025 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორისაც მოხვდა.

უეფა-ს სუპერთასზე „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის ლიგის გამარჯვებულს, ლონდონის „ტოტენჰემს“ 13 აგვისტოს იტალიის ქალაქ უდინეში დაუპირისპირდება.

თარგმანი: პირველი არხი