ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში კანოეთი სპრინტსა და პარაკანოეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიანი დისტანცია 39,965 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.
საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემილიანოვმა პარაკანოეს მსოფლიოს თასზეც მოუტანა საქართველოს პირველი მედალი, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს მედალი არ ჰქონია. მან ასევე ისტორიული მედალი მოიპოვა პორტუგალიაში გამართულ ევროპის პარაკაიაკის მარათონზე.
ქართველი სპორტსმენები კანოეთი სპრინტსა და პარაკანოეში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.