სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 18-წლამდელ მორაგბეთა საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 16 აგვისტოს ირლანდიასთან გამართავს – შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა თითქმის ისეთივე დამწყები შემადგენლობა შეარჩია, როგორითაც ინგლისთან თამაში დაიწყო. ცვლილება მხოლოდ ერთია – ბურჯად თავიდანვე ნიკოლოზ ბალანჩივაძე ითამაშებს. სასტარტოში ზედიზედ მესამე თამაშს დაიწყებენ დავით არობელიძე, დათა ახვლედიანი, ლუკა ტაბატაძე, გიორგი ზაზაძე, ანდრია ბილანიშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ წელს ირლანდიას ერთხელ უკვე ეთამაშნენ. იმ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს, თუმცა შეხვედრა 21:26 დათმეს.

საქართველოს ნაკრები:

ხაზი: 15. დავით არობელიძე („არმია“), 14. ივა კვირიაშვილი („ლელო“), 13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. დემეტრე დევდარიანი („ლელო“, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე („არმია“), 10. ლევან ბუცხრიკიძე („ლელო“), 9. გოგა უშვერიძე („აია“);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ოიონა“, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური („ხვამლი“), 3. გიორგი ბერძენიშვილი („ლელო“), 4. ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე („ხარები“), 7. იოსებ ღვინჯილია („ლელო“), 8. გიორგი არძენაძე („ბათუმი“).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური („ლელო“), 17. საბა მშვილდაძე („აია“), 18. გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 19. მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“), 20. ლუკა შულაია („ლელო“); 21. ნიკოლოზ ხაფავა („ყოჩები“), 22. გოგა ბერიძე („ბათუმი“), 23. გიორგი მუშკუდიანი („აია“), 24. მათე მახარაძე („ბათუმი“), 25. ტატო ტალახაძე („ლელო“), 26. ზაზა ლეჟავა („აია“).