ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ გასვლაზე „ელდენსი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აინაცვლა.

გიორგი ქოჩორაშვილი (Flashscore - 7,1) 82-ე წუთზე შეცვალეს.

„ელდენსი“ - „ლევანტე“ 1:2(1:0)

გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ გასვლაზე პლეი-ოფში მოსახვედრად ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან განადგურდა.

„კორდობა“ - „გრანადა“ 5:0(2:0)