საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. 

ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების დედებს ესტუმრნენ, ყვავილების თაიგული და თავდაცვის მინისტრის სახელით მისალოცი ბარათები გადასცეს.