ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეთხუთმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სახლში „ხეტაფე“ მიიღო და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
გიორგი მამარდაშვილმა (Flashscore - 7,2) მატჩი სრულად ჩაატარა.
„ვალენსია“ - „ხეტაფე“ 3:0(3:0)
გოლები: 8' პეპელუ, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 18' დიეგო ლოპესი 2:0, 37' ჰუგო დურო, თერთმეტმეტრიანიდან 3:0