საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს.

ფონდი „გაამწვანე საქართველო“ 2013 წელს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.

ეროვნული სატყეო სააგენტო ფონდთან წლებია თანამშრომლობს. ერთობლივი პროექტები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.