31 მაისს, საგურამოში, ტრადიციული ფესტივალის "ვარდების წვიმა" კვირეული საზეიმოდ გაიხსნება.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორი, პოეტი და დიზაინერი ცირა ოქროპირიძე აცხადებს, "დროა ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ არა მხოლოდ სიტყვებით — არამედ
ჭეშმარიტი სიყვარულის გამოხატვით: “აავსე დედამიწა ვარდის სურნელით”
ფესტივალის სახელწოდება „ვარდების წვიმა“ – ფერადოვანი გზავნილია სამყაროში, რომელიც ვარდის
სურნელიდან იღვრება ადამიანში, ადამიანიდან ადამიანში და ამრავლებს სიყვარულის ენერგიას სამყაროში.
ცირა ოქროპირიძის განმარტებით, წლევანდელი ფესტივალი ემსახურება არა მხოლოდ ხელოვნების ზეიმს, არამედ
შიდა მშვიდობის, თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატვას, მაშინ როცა მთელი ქვეყანა დაძაბულ და დაურწმუნებელ მდგომარეობაშია.
წლევანდელი "ვარდების წვიმა “ გამყოფი ხაზის სოფლების მხარდასაჭერად 31 მაისიდან 7 ივნისამდე იმართება, სადაც ვარდების სურნელი გადაიქცევა მუსიკად, ვიზუალურ ხელოვნებად, პოეზიად.
ხელოვანები მთელი საქართველოდან, სცენაზე და სცენის გარეთ — იმისთვის, რომ ერთსულოვნად ვუპასუხოთ კითხვას: რა შეუძლია ხელოვნებას მაშინ, როცა სიტყვები უძლურია?
ფესტივალის ფარგლებში შესრულდება ოპერის არიები და ლაივ მუსიკალური სეტები
პოეზია, ფოლკლორი შეიქმნება საერთო სივრცე კამერული საუბრებისთვის7 ივნისს არბოში ფესტივალის ფინალური დღე მიეძღვნება გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლებსაც ხშირად არ ეძლევათ
დღესასწაულის გაზიარების შანსი. ფესტივალის შემოსავალიც მოხმარდება ამ მიზანს.
ორივე ღონისძიებას დაასრულებს ჯადოსნური ვარდის ფურცლების წვიმა.
ფესტივალში მონაწილეობენ კომპოზიტორები: კახა ცაბაძე, გია მაჭარაშვილი, ჯუმბერ ამანათაშვილი
მომღერლები: ირმა სოხაძე, ნატო მეტონიძე, ზურა მანჯავიძე, ტატო გოდერძიშვილი, თამარ ალადაშვილი, ციური მჭედლიძე, მარიტა ხვედელიძე.
ანსამბლი “ნართები” შოთა მიგრიაულის ხემძღვანელობითოპერის ვოკალისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, ვანიკო გალუაშვილი, თეა დემურიშვილი, ნათია სტეფანიშვილი, ირაკლი მურჯიკნელი, ნათია ბეჟაშვილი. პოეტები: მზია ხეთაგური, ნანა ცინცაძე, ელდინო საღარაძე, მარინა თექთუმანიძე, სოფო ღლონტი, გაგა გომართელი, ცირა ოქროპირიძე. მევიოლინე: გვანცა ჩხეიძე
საღამოს წამყვანები: ირმა სოხაძე, გოგა ჩხეიძე