ესპანეთის ლა ლიგა 1-ში ოცდამეთექვსმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“, რომელიც 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ევროთასების ზონასთან იყო მიახლოებული, ბასკეთის ქალაქ ვიტორია-გეიტს ესტუმრა და იქ აუტსაიდერ „ალავესთან“ შეხვედრაში დამარცხდა.
ერთადერთი გოლი „ალავესმა“ 79- წუთზე გაიტანა გიორგი მამარდაშვილს და სანტიაგო მოურინიოს შორის კონტაქტის შემდეგ დანიშნული საკამათო თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან.
გიორგი მამარდაშვილი (Flashscore - 6,6) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.