ესპანეთის „ლა ლიგაში“ ოცდამეოთხე ტურის შეხვედრები დაიწყო.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ შეხვედრაში ქულა მოიპოვა. გიორგი მამარდაშვილმა (Flashscore - 6,9) შეუცვლელად ითამაშა.

„ვილიარეალი“ - „ვალენსია“ 1:1(1:0)
გოლები: 32' პაპ გეიე 1:0, 84' უმარ სადიქი 1:1



„მადრიდის „რეალი“ „ოსასუნასთან“ მეთხუთმეტე წუთზე კილიან მბაპეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ 39 წუთზე მსაჯთან კამათის გამო ჯუდ ბელინგემი მინდვრიდან  გააძევეს და 10 კაცით დარენილმა მადრიდელებმა სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლეს.

„ოსასუნა“ - „რეალი“ 1:1(0:1)
გოლები: 15' კილიან მბაპე 0:1, 58' ანტე ბუდიმირი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1
გაძევება: 39' ჯუდ ბელინგემი („რეალი“, წითელი ბარათი)


ლიდერის წაბორძიკებით ვერ ისარგებლა მადრიდის „ატლეტიკომ", რომელიც სახლში უკვე მე-5 წუთზე კაცნაკლული დარჩა და „სელტასთან“ მარცხს გადაურჩა.

„ატლეტიკო“ - „სელტა“ 1:1(0:0)
გოლები: 68' იაგო ასპასი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 82' ალექსანდერ სერლოტი 1:1
გაძევება: 5' პაბლო ბარიასი („ატლეტიკო“, წითელი ბარათი)


„ჟირონა“ - „ხეტაფე“ 1:2(0:1)



„ლეგანესი“ - „ალავესი“ 3:3(2:1)