დასრულდა ევროპა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრები.

ინგლისის პრემიერლიგაში წარუმატებლად მოასპარეზე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ტოტენჰემმა“ განმეორებით შეხვედრებშიც დაამარცხეს მეტოქეები და ევროპა ლიგის ფინალში გავიდნენ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ - „ატლეტიკი“ 3:1(0:0) პირველი მატჩი 3:0

გოლები: 31' მიკელ ხაურეგიზარი 0:1, 72' მეისონ მაუნტი 1:1, 80' კაზემირო 2:1, 85' რასმუს ჰოილუნდი 3:1, 90+1' მეისონ მაუნტი 4:1


„ბოდო გლიმტი“ - „ტოტენჰემი“ 0:2(0:0) პირველი მატჩი 1:3
გოლები: 63' დომინიკ სოლანკე 0:1, 69' პედრო პორო 0:2


კონფერენც ლიგის განმეორებით შეხვედრებში „ჩელსიმ“ მეორე შეხვედრაც მოიგო, „ფიორენტინამ“ კი „ბეტისთან“ რევანში აიღო, მაგრამ დამატებით დროში დამარცხდა.  

„ჩელსი“ - „დიურგორდენი“ 1:0(1:0) პირველი მატჩი 4:1
გოლი: 38' კირნარ დიუსბერი-ჰოლი

ფიორენტინა“ - „ბეტისი დ.დ. 2:2(2:1, 2:1) პირველი მატჩი 1:2
გოლები: 30' ენტონი 0:1, 34' და 42'  რობინ გოსენსი 1:1 და 2:1, 97' აბდე ეზალზული 2:2

ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა 25 მაისს გაიმართება ბილბაოში, კონფერენც ლიგის ფინალს კი 28 მაისს უმასპინძლებს ვროცლავი.