მონტენეგროში დღეს ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები გუნდურ პირველობაში ასპარეზობენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მერვედფინალში აზერბაიჯანის ნაკრები დაამარცხა, მეოთხედფინალში ავსტრიელებს მოუგო, ნახევარფინალში კი გერმანიას
საქართველო აზერბაიჯანი 4:0
სოფიო სომხიშვილი - გიუნელ ჰასანლი
გურამ თუშიშვილი - ზელიმ კოცოევი
ეთერ ლიპარტელიანი - ფიდან ალიზადა
ლაშა შავდათუაშვილი - რაშიდ მამადალიევი
საქართველო - ავსტრია 4:1
გურამ თუშიშვილი - სტეფან ჰეგი
ეთერ ლიპარტელიანი - ვერენა ჰაიდენი
სამუელ გასნერი - ლაშა შავდათუაშვილი
მარიამ ჭანტურია - კიზა ტრეტნიაკი
ლუკა მაისურაძე - ბერნდ ფაშინგი
საქართველო - გერმანია 4:0
ეთერ ლიპარტელიანი - სეია ბალჰაუსი
მიხილ ბახბახაშვილი - იგორ ვანდტკე
მარიამ ჭანტურია - დენა პოჰლი
ლუკა მაისურაძე - ტიმო კაველიუსი
ბადის ზედა ნახევრიდან ფინალში იტალია გავიდა. მან პოლონეთი 4:0 დაამარცხა, ბელგიას 4:1 სძლია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუსეთს კი ასევე 4:1 მოუგო.
მესამე ადგილისთვის ბელგია გერმანიას შეხვდება, საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუსეთი კი თურქეთს.
უმედლოდ დარჩნენ ფრანგები, რომლებმაც პირველი შეხვედრა საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუსებთან 1:4 წააგეს, რეპეშაჟში კი ბელგიელებთან 2:4 დამარცხდნენ.