დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე", უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

დორტმუნდის „ბორუსიას" მეტოქე უეფას ჩემპიონთა პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი" იყო.

მეტოქეეებს კარის აღების არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.

მასპინძლებმა ნიკლას ფიულკრუგის მიერ 36-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ბაიერნსა" და „რეალს" შორის გამართულ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა.