საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" უკანახაზელმა, დავით ნინიაშვილმა ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„წინა ორ თამაშთან შედარებით ეს იყო ყველაზე რთული თამაში. რა თქმა უნდა, აქაც იყო შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომებს გამოვასწორებთ. შემდეგ თამაშში დავუპირისპირდებით რუმინეთს სახლში და სახლში თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ქართველი ხალხის გვერდით თამაში, ყველაზე დიდი სიამოვნებაა.

სახლში მეგონა თავი, იმდენი ქართველი იყო ჩამოსული და გვგულშემატკივრობდა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ აქ მოსვლისთვის და გულშემატკივრობისთვის. ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის“, - ამბობს დავით ნინიაშვილი.

ევროპის ჯგუფური ტურნირის მატჩში საქართველომ ესპანეთს სძლია და ნახევარფინალში რუმინეთს შეხვდება