უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის მონაწილეთა გამოსავლენი პლეი-ოფის პირველი მატჩები დასრულდა.

„ბრიუგე“ - „ატალანტა“ 2:1(1:1)
გოლები: 15' ფერან ჟუტგლა 1:0, 41' მარიო პალიშიჩი 1:1, 90+4' გუსტაფ ნილსონი, თერთმეტმეტრიანიდან 2:1


„მონაკო“ - „ბენფიკა“ 0:1(0:0)
გოლი: 48' ვანგელის პავლიდისი
გაძევება: 52' ალი ალ-მუსრატი („მონაკო“, მეორე ყვითელი)


„ფეიენორდი“ - „მილანი“ 1:0(1:0)
გოლი: 3' იგორ პაიშაო


„სელტიკი“ - „ბაიერნი“ 1:2(0:1)
გოლები: 45' მაიკლ ოლისე 0:1, 49' ჰარი კეინი 0:2, 79' დაიძენ მაედა 1:2


შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული ოთხი მატჩიდან სამი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.