გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში პირველი წრის ბოლო შეხვედრები მიმდინარეობს.

ბუდი ზივზივაძის „კარლსრუე" გასვლაზე პადერბორნში პირველ ბუნდესლიგაში დაწინაურებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს შეხვდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ბუდუ ზივზივაზემ თავი საგოლე პასით და გოლით გამოიჩინა. Flashscore-მ მის თამაშს ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება (8,1) მისცა.

„პადერბორნი" - „კარლსრუე" 1:2(1:2)
გოლები: 16' სებასტიან იუნგი 0:1, 34' ბუდუ ზივზივაზე ) 0:2, 45' ობერმაირი, თერთმეტმეტრიანიდან 1:2