ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
„რეალმა“ მალიორკაში 1;2 წააგო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შანსები გაიუარესა.
„მალიორკა“ - „რეალი“ 2:1(1:0)
41' მანუ მორლანესი 1:0, 88' ედერ მილიტაო 1:1, 90+1' ვედატ მურიქი 2:1
„ბარსელონამ“ მადრიდში „ატლეტიკო“ დაამარცხა „რეალთან“ ქულათა სხვაობა შვიდამდე გაზარდა.
„ატლეტიკო“ - „ბარსელონა“ 1:2(1:1)
გოლები: 39' ჯულიანო სიმეონე 1:0, 42' მარკუს რაშფორდი 1:1, 87' რობერტ ლევანდოვსკი 1:2
გაძევება: 45+7' ნიკოლას გონსალესი („ატლეტიკო“ წითელი ბარათი)





