ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალის პირველი ოთხი მონაწილე გამოვლინდა
გუშინ გამართულ შეხვედრებში „ბენფიკამ მეორედ დაამარცხა „ბრიუგე", „ჩელსიმ" კი დორტმუნდში 0:1 წაგების შემდეგ შინ 2:0 სძლია „ბორუსიას"
„ბენფიკა" - „„ბრიუგე" 5:1(2:0), პირველი შეხვედრა 2:0
გოლები: 38' რაფა სილვა 1:0, 45+2' და 57' გონსალუ რამუში 2:0 და 3:0, 71' ჟოაუ მარიუ, თერთმეტმეტრიანიდან 4:0, 77' დავიდ ნერესი 5:0, 87' ბიორნ მეიერი 5:1
„ჩელსი" - „ბორუსია" დორტმუნდი 2:0(1:0), პირველი შეხვედრა 1:0
გოლები: 43' რაჰიმ სტერლინგი 1:0, 53' კაი ჰავერცი, თერთმეტმეტრიანიდან 2:0
ახლახან მიუნხენში დასრულებულ მატჩში „ბაიერნმა", პარიზში მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ, 89-ე წუთზე გატანილი მეორე გოლით მყარად დააფიქსირა თავისი უპირატესობა და ლიონელ მესის, კილიან მბაპეს და ნეიმარის „პარი სენ-ჟერმენი" გათამაშებას გამოთიშა
„ბაიერნი" - „პარი სენ-ჟერმენი" 2:0(0:0), პირველი შეხვედრა 1:0
გოლები: 61' ერიკ შუპო-მოტინგი 1:0, 89' სერჟ გნაბრი 2:0
ლონდონში „„ტოტენჰემმა" ვერ შეძლო „მილანის კარის დალაშქვრა და მეოთხედფინალში იტალიელები გავიდნენ
„ტოტენჰემი" - „მილანი" 0:0, პირველი შეხვედრა 0:1
გაძევება 78' კრისტიან რომერო („ტოტენჰემი", მეორე ყვითელი)