ესპანეთის ლა ლიგაში მეჩვიდმეტე ტური დაიწყო.

ბარსელონაში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი „ბარსელონა" და მადრიდის „ატლეტიკო" შეხვდნენ. 

სტუმრებმა პირველ ტაიმში გაშვებული გოლი შეხვედრის მე-60 წუთზე გაათანაბრეს, კომპენსირებული დროის მეექვსე წუთზე კი მეორედ აიღეს მასპინძელთა კარი და კონკურენტთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„ბარსელონა" - „ატლეტიკო" 1:2(1:0)
გოლები: 30' პედრი 1:0, 60' როდრიგო დე პაული 1:1, 90+6' ალექსანდერ სერლოტი 1:2