მაროკოში მიმდინარე აფრიკის „ერთა თასზე“ მორიგი ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა.

ტურნირის მასპინძელმა, მაროკომ, 64-ე წუთზე ბრაჰიმ დიასის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით სძლია ტანზანიას.


მეორე მერვედფინალურ შეხვედრაში კამერუნმა სამხრეთ აფრიკას მოუგო.

კამერუნი - სამხრეთ აფრიკა 2:1(1:0)
გოლები: 34' ჟუნიორ ჩამედეუ 1:0, 47' კრისტიან კოფანე 2;0, 88' ევიდენს მაგკოპა 2:1