ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-ს აუცილებლად სჭირდება გრენლანდია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ განცხადებას უპასუხა დანიის პრემიერ-მინისტრმა მატე ფრედერიკსენმა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულიად გულწრფელად უნდა ვუთხრა:
აბსოლუტურად უაზროა საუბარი იმაზე, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდიის ანექსია სჭირდება. შეერთებულ შტატებს არ აქვს უფლება თანამეგობრობის სამი ქვეყნიდან (დანია, გრენლანდია, ფარერები - „აიპრესი“) არცერთის ანექსიის უფლება არ აქვს.
დანიის სამეფო - და შესაბამისად, გრენლანდია - ნატოს წევრია და აქედან გამომდინარე, მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტიები ვრცელდება. ჩვენ უკვე გვაქვს თავდაცვის შეთანხმება სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც შეერთებულ შტატებს გრენლანდიაზე ფართო წვდომას ანიჭებს. ჩვენ კი, სამეფოს მხრიდან, დიდი ინვესტიციები ჩავდეთ არქტიკის უსაფრთხოებაში.
ამიტომ, მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის, ასევე სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის მიმართ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ თავს არ იყიდებიან“.
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მეუღლემ, ვენესუელაზე დარტყმის და მადუროს და მისი ცოლის დაკავების და აშშ-ში გადაყვანის შემდეგ, X-ზე ამერიკის დროშაში გახვეული გრენლანდიის ფოტო გამოაქვეყნა, რითაც დანიაში ვნებათაღელვა გამოიწვია.




