21-23 ივნისს, ბათუმში, გაიმართება აფროსნობის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, ფოთისა და თბილისის აფროსანთა კლუბები.


30 წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში, პირველად გაიმართება აფროსნობის ტურნირი, რომელშიც პატარებთან ერთად, უფროსი ასაკის აფროსნები მიიღებენ მონაწილეობას.
“ტურნირის ორგანიზატორია აჭარის აფროსანთა ფედერაცია, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა. ფედერაციის მიერ ორგანიზებულ აფროსნობის სკოლაში, მოზარდებს საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას და მიიღონ ყველა საჭირო სერვისი, რაც მათ პროფესიულ ზრდაში დაეხმარება.
ბათუმის აფროსანთა კლუბი-სკოლა, მოყვარულ მეთევზეთა კლუბ „დელფინის“ ინიციატივით დაფუძნდა, რომელიც  ბათუმელ აფროსნებს აერთიანებს.
სკოლა აღჭურვილია, აფროსნობისთვის საჭირო თანამედროვე წყალზე მცურავი ტექნიკითა და აპარატურით, რომლის მოდერნიზება ისევ გრძელდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, აჭარის აფროსნობის ფედერაცია გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები და მოზარდები მიიღოს სკოლაში,” – აცხადებენ ორგანიზატორები.