თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, გოგი ჩიქოვანს მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ზურაბ ჩიკვილაძემ გოგი ჩიქოვანის დამსახურებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  იგი ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმატებით ხელმძღვანელობდა. ზურაბ ჩიკვილაძე დარწმუნებულია, რომ გოგი ჩიქოვანი  ახალ მოვალეობებსაც წარმატებით გაართმევს თავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი კომპეტენტური ადამიანი, როგორიც ბატონი გოგი ჩიქოვანია მუნიციპალურ ინსპექციას ზედმიწევნით კარგად უხელმძღვანელებს. როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარი, მე მასთან თანამშრომლობისა და ყველაზე მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის მზადყოფნას გამოვთქვამ. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გოგი ჩიქოვანის ამ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო“- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.