თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ლაბუჩიძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გოგი ჩიქოვანის, როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, საქმიანობა შეაფასა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა. დეპუტატის განცხადებით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და მაღალპროფესიულ უნარებს მოითხოვს.
„მხარს ვუჭერთ გოგი ჩიქოვანის კანდიდატურას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე და ვფიქრობ, რომ ის სამსახურისთვის შენაძენია. მისი საქმისადმი გულისხმიერი და პასუხისმგებლობიანი მიდგომა, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არც ამ პოზიციაზე დარჩება. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახლაც და მომავალშიც“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.