თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„განცდა მრჩება, ღირს კი ამდენი საუბარი იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ჩვენი საზოგადოების იმ წარმოუდგენელი მოდიფიცირების ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხეს უმალავენ. თუ კიდევ არიან ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანები, რომლებსაც კითხვის ნიშანი აქვთ, შეუძლიათ საღამოს გაისეირნონ და ნახონ, ჩვეულებრივი ფარი აქვთ გაკეთებული არანორმალურებს და ბავშვებს არ შეუძლიათ ნაძვის ხესთან მისვლა“ ,  -  განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.