ვაკის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, სხვადასხვა უბანში მრავალბინიანი კორპუსების 7 ამორტიზებული ლიფტი განახლდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 238 000 ლარი გამოიყო.
შესრულებულ სამუშაოს ყიფშიძის N8-ში ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.