თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე,  უსაფრთხოების მიზნით,  გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 - დან  N14 - მდე საგზაო მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთის გზატკეცილიდან  ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10-მდე და შემდეგ მალხაზ დოლიძის ქუჩის გავლით, ხოლო ჯანსუღ კორძაიას N14-მდე მოძრაობა შესაძლებელი  იქნება ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის გავლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 - ნათქვამია მერიის გავრცელებულ განცხადებაში.