უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სიცოცხლეშივე გმირი იყავი და გმირულად დაეცი უთანასწორო ბრძოლაში თენგო ჭანია,ჩემო ძვირფასო ძმაო. შენ ის იშვიათი მეომარი იყავი რომელიც ბრძოლაში დამსახურებულ მედალსაც კი არ იკიდებდი, იმდენად თავმდაბალი იყავი. იშვიათი მეომარი ვინც კი ვინმე მინახავს როდესმე. შენ ის კაცი იყავი ვინც სახლში , ბალიშზე თავდადებული მშვიდად არ წახვიდოდი ამ ქვეყნიდან , ძალიან დაგვკალდები ყველა მეომარს. ძალიან მომენატრები ძმაო. ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადა “, - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.