თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „სამედიცინო განათლების პროცესების და შესაძლებლობების განვითარება“ დახურვის ცერემონია და შედეგების შეჯამება. პროექტის მიზანი იყო თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება, გამოცდილების და ცოდნის გაცვლის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ახალგაზრდა ექიმებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „სამედიცინო განათლების პროცესების და შესაძლებლობების განვითარება“ დახურვის ცერემონია და შედეგების შეჯამება. პროექტის მიზანი იყო თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება, გამოცდილების და ცოდნის გაცვლის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ახალგაზრდა ექიმებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ, ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ედიტე მედნემ, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაია ბიწკინაშვილმა, ქართველმა და ლატვიელმა პროფესორებმა, სტუდენტებმა.
„ეს პროექტი მხოლოდ დასაწყისი იყო ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ინტენსიური თანამშრომლობისა. ჩვენ ნათლად ვხედავთ ჯანმრთელობის წიგნიერების მნიშვნელობას და საჭიროებას ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო პანდემიის დროს. ამიტომ, დეზინფორმაციისადმი საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და დიგიტალიზაციის განვითარების ხელშეწყობა დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში. ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა კვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით სტუდენტების განათლება და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის პროფესიონალებად მათი ჩამოყალიბება,“- განაცხადა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.
ღონისძიებაზე ლატვიის ელჩმა ედიტე მედნემ აღნიშნა, რომ მისი მისი ოჯახის წევრები მედიცინის სფეროს წარმომადგენლები არიან, ამიტომ ის კარგად ერკვევა მედიცინასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებში. ელჩის თქმით, ლატვიის გაწევრიანებამ ევროკავშირში, დიდი როლი ითამაშა ლატვიის სამედიცინო სექტორის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაში. „თსუ-სთან ერთად განხორციელებული პროექტი საქართველოს, როგორც მომავალში ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაეხმარება ქართული სამედიცინო და აკადემიური პერსონალის ევროპულ სივრცეში ჩართვასა და პროფესიონალი ახალგაზრდა ექიმების აღზრდაში,“-განაცხადა ლატვიის ელჩმა ედიტე მედნემ.
მაია ბიწკინაშვილის განცხადებით, უწყვეტი სამედიცინო განათლების საჭიროებების გათვალისწინება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მსგავსებებისა და განსხვავებების აღმოჩენა და ერთობლივი კვლევა, ლატვიელ თანამშრომლობას კიდევ უფრო წარმატებულს ხდის. მისი თქმით, ქართველი სპეციალისტების რიგაში ვიზიტის დროს, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით თსუ პროფესორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საავადმყოფოებს, ლაბორატორიებს, ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრს. საქართველოში ლატვიის საელჩოს ხელშეწყობით კი ლატვიელი კოლეგები ჩამოვიდნენ და გაეცნენ აქაურ შესაძლებლობებს. როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, ლატვიელი მედიცინის მუშაკები მუდმივ კონსულტაციებს უწევენ ქართველ კოლეგებს.