თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა.

როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველები გამოძახებაზე დროულად მივიდნენ, თუმცა ადგილზე ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ.

პირველადი ინფორმაციით, კაცმა ლიფტი გამოიძახა, შესვლისას კი შახტში ჩავარდა. დასახმარებლად შახტში ცოლიც ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.