თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკვამლიანების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ხოლო ხანძარი ლიკვიდირებულია.