გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს. 

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2 - მცხეთა-მთიანეთის და  12  - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.  ჯამში  ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 582 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.


აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 546  ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ  1049 კუბური მეტრი შეადგინა.