გლდანში, ვეკუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „მარიამში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
როგორც „აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სავაჭრო ცენტრის სახურავს გაუჩნდა.
ადგილზე მუშაობდა 15 სახანძრო სამაშველო ბრიგადა.