აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ევროკავშირის საელჩოსკენ მსვლელობა დაიწყეს.

„რადგან ჩვენ გვინდა ევროპაში შესავლა, სიმბოლურად მივემართებით ევროკავშირის საელჩოსკენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თბილისში, მერვე დღეა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გააგრძელებენ პროტესტს, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და მმართველი გუნდი გამჭვირვალობის კანონს პარლამენტიდან არ გაიწვევს.