თბილისის მერიის განცხადება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,   მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა ერთი დღით ნაწილობრივ შეიზღუდება.


კერძოდ, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს 14:00 საათიდან დღის ბოლომდე,  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გალაკტიონის  ხიდის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.


თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამი დედაქალაქის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.