თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გლდანთან ახლოს, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
როგორც შინაგანს საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.








